მეხსიერების ბარათის ჩადება
გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი MicroSD ბარათები, რომელიც Nokia-ს მიერ
ნებადართულია ამ მოწყობილობასთან გამოსაყენებლად. Nokia იყენებს
მეხსიერების ბარათებისთვის მიღებულ სამრეწველო სტანდარტებს, მაგრამ
ზოგიერთი მარკა შეიძლება არ იყოს სრულად თავსებადი ამ
მოწყობილობასთან. თუ ბარათი არათავსებადია მოწყობილობასთნ, ამან
შეიძლება დააზიანოს როგორც ბარათი, ისე აპარატი და დაზიანდეს ბარათზე
შენახული მონაცემები.
თქვენი აპარატი ოპერირებს microSD ბარათების საშუალებით, რომელთა
მაქსიმალური ტევადობაა 16 გბ. ერთი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2
გიგაბაიტს.
დასაწყისი
9
მეხსიერების ბარათის ჩადება
1 თუ აპარატში კვების ელემენტი დევს, ამოიღეთ იგი და ამოაცურეთ
მეხსიერების ბარათი მის გასათავისუფლებლად.
2 გადასწიეთ ბარათის დამჭერი და გახსენით.
3 ჩასვით მეხსიერების ბარათი მის დამჭერში ისე, რომ მისი საკონტაქტო
ზედაპირი ქვემოთ იყოს მოქცეული.
4 დახურეთ ბარათის დამჭერი.
5 ჩააცურეთ ბარათის დამჭერი და ჩაკეტეთ.