
SIM ბარათის ჩასმა
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი ინფორმაცია შეიძლება ადვილად დაზიანდეს
დაჩხაპნის ან გაღუნვის შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ
ბარათის გამოყენების, ჩასმის, ან ამოღების დროს.
1 თუ აპარატში კვების ელემენტი დევს, ამოიღეთ იგი და ამოაცურეთ SIM
ბარათი მის გასათავისუფლებლად.
2 გახსენით ბარათის დამჭერი.
3 ჩადეთ SIM ბარათი დამჭერში, საკონტაქტო ზედაპირით ქვემოთ.
4 დახურეთ ბარათის დამჭერი.
5 ჩააცურეთ ბარათის დამჭერი და ჩაკეტეთ.