დახმარება
თუ გსურთ პროდუქტის გამოყენების შესახებ შეიტყოთ მეტი, ან თუ არ ხართ
დარწმუნებული იმაში, თუ როგორ მუშაობს თქვენი აპარატი, იხილეთ
მომხმარებლის სახელმძღვანელო ან დახმარების გვერდები www.nokia.com/
support, ან Nokia–ს ადგილობრივი ვებსაიტი, ან მობილური მოწყობილობით
გახსენით www.nokia.mobi/support.
თუ პრობლემა ვერ გადაჭერით, შეასრულეთ რომელიმე:
•
გადატვირთეთ აპარატი: გამორთეთ აპარატი და ამოიღეთ კვების
ელემენტი. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ჩადეთ კვების ელემენტი
და ჩართეთ აპარატი.
•
აღადგინეთ ორიგინალური ქარხნული პარამეტრები, როგორც ეს
აღწერილია მომხმარებლის სახლმძღვანელოში.
ზოგადი ინფორმაცია
7
•
განაახლეთ თქვენი აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა,
რეგულარულად ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის, როგორც
აღწერილია მომხმარებლის სახლემძღვანელოში.
თუ პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება, დაუკავშირდით Nokia–ს, შეკეთების
ვარიანტების გასაგებად. იხილეთ www.nokia.com/repair. სანამ აპარატს
შესაკეთებლად გაგზავნით, ყოველთვის შეინახეთ თქვენს აპარატში მყოფი
მონაცემების სარეზერვო ასლები.