
Nokia Mail
მობილური აპარატით გახსენით თქვენი ფოსტა, წაიკითხეთ, დაწერეთ და
გაგზავნეთ წერილები. ფოსტის ეს პროგრამა განსხვავდება SMS-ის წერილების
ფუნქციისგან.
სანამ ფოსტას გამოიყენებთ, გაფორმებული უნდა გქონდეთ ფოსტის ანგარიში
ფოსტის სერვისის მომწოდებელთან. ფუნქციონირების და სწორი
პარამეტრებისთვის, დაუკავშირდით თქვენი ფოსტის სერვისის
მომწოდებელს. ფოსტის კონფიგურაციის პარამეტრების მიღება
კონფიგურაციის წერილის სახით შეგიძლიათ.