Bluetooth უკაბელო ტექნოლოგია
Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენებით შეგიძლიათ რადიო ტალღების
საშუალებით დაუკავშიროთ თქვენი მოწყობილობის შესაბამის Bluetooth
მოწყობილობას, 10 მეტრის (32 ფუტის) მანძილზე.
მოწყობილობა აკმაყოფილებს სპეციფიკაციებს Bluetooth Specification 2,1 +
EDR, რომელსაც აქვს შემდეგი პროფილების მხაერდაჭერა: Dial-up ქსელური
კავშირის პროფილი (DUN) ფაილების გადაცემის პროფილი (FTP) საერთო
წვდომის პროფილი (GAP) ობიექტების გაცვლის საერთო პროფილი (GOEP)
სასმენის პროფილი (HFP) გარნიტურის პროფილი (HSP) ობიექტის მიწოდების
პროფილი (OPP) ტელეფონების წიგნზე წვდომის პროფილი (PBAP) სერიული
პორტის პროფილი (SPP) სერვისის აღმომჩენი პროგრამის პროფილი (SDAP) SIM
წვდომის პროფილი (SAP). იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას Bluetooth
ტექნოლოგიასთან თავსებადი მოწყობილობების ნორმალური მუშაობა
ერთმანეთთან, გამოიყენეთ Nokia-ს კონკრეტული მოდელისთვის დაშვებული
აქსესუარები. გადაამოწმეთ სხვა მოწყობილობის მწარმოებელთან და
დაადგინეთ, არის თუ არა იგი თავსებადი თქვენს აპარატთან.
Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენება მოითხოვს მეტ ენერგიას, რაც ამცირებს
კვების ელემენტის მუშაობის ხანგძლივობას.
როდესაც უკაბელო მოწყობილობა მუშაობს დისტანციურ SIM რეჟიმში, ზარის
მიღებისა და დარეკვის განსახორციელებლად მხოლოდ თავსებადი
მიერთებული აქსესუარების გამოყენება შეგიძლიათ, მაგ., როგორიცაა მანქანის
ნაკრები.
ამ რეჟიმში თქვენი უკაბელო აპარატი არ განახორციელებს არცერთ ზარს,
გარდა გადაუდებელი ზარებისა, რომელთა ნომრები დაპროგრამირებულია
თქვენს მოწყობილობაში.
ზარების განსახორციელებლად, ჯერ უნდა გამოხვიდეთ დისტანციური SIM
რეჟიმიდან. თუ მოწყობილობა დაბლოკილი გქონდათ, მასზე დაბლოკვის
მოსახსნელად ჯერ უნდა შეიყვანოთ დაბლოკვის კოდი.
გახსენით Bluetooth კავშირი
1 აირჩიეთ
მენიუ
>
პარამეტრები
>
დაკავშირება
>
Bluetooth
.
2 აირჩიეთ
ჩემი ტელ სახელი
და ჩაწერეთ სახელი თქვენი
მოწყობილობისთვის.
3 Bluetooth დაკავშირების გასააქტიურებლად აირჩიეთ
Bluetooth
>
ჩართვა
.
მიუთითებს, რომ Bluetooth აქტიურია.
4 თუ გსურთ აუდიო აქსესუარი მიუერთოთ თქვენს მოწყობილობას,
აირჩიეთ
აუდ.აქსესუარ. შეერ.
და აქსესუარი.
5 იმისათვის რომ თქვენი მოწყობილობა დააწყვილოთ რომელიმე Bluetooth
მოწყობილობასთან, აირჩიეთ
დაწყვ. მოწყობ.
>
მოწყ დამატებ
.
6 გადაახვიეთ მოძებნილ მოწყობილობაზე და შეარჩიეთ
დამატ.
.
24
პარამეტრები
7 მოწყობილობაში შეიყვანეთ პაროლ-კოდი (16 სიმბოლომდე) და დართეთ
სხვა Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირების ნება.
მავნე პროგრამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი მეთოდია
მოწყობილობის მუშაობა ფარულ რეჟიმში. არ მიიღოთ Bluetooth-ით კავშირი იმ
წყაროდან, რომელსაც არ ენდობით. სხვაგვარად, გამორთეთ Bluetooth-ის
ფუნქცია. ეს არ იმოქმედებს მოწყობილობის სხვა ფუნქციებზე.
დაუკავშირეთ თქვენი კომპიუტერი ინტერნეტს
თავსებადი კომპიუტერით ინტერნეტთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ
Bluetooth ტექნოლოგია. თქვენს მოწყობილობას უნდა შეეძლოს ინტერნეტთან
დაკავშირება (ქსელის მომსახურება) და თქვენ PC–ს უნდა ქონდეს Bluetooth
ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ქსელზე წვდომის წერტილთან (NAP)
მოწყობილობის დაკავშირებისა და მოწყობილობის კომპიუტერთან
დაწყვილების შემდეგ, თქვენი ტელეფონი ავტომატურად გახსნის პაკეტ
მონაცემთა კავშირს ინტერნეტთან.