Nokia 7230 - Nokia Map Loader

background image

პროვაიდერს მონაცემთა გადატანის ფასებთან დაკავშირებით.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Nokia Map Loader კომპიუტერული პროგრამა

და ჩამოტვირთოთ რუქები თქვენს აპარატში. თუ გსურთ დააინსტალიროთ

Nokia Map Loader თავსებად კომპიუტერში, იხილეთ www.nokia.com/maps.
აირჩიეთ

მენიუ

>

პროგრამები

>

რუქები

და რომელიმე შემდეგიდან:

ბოლო რუქა — გახსენით ეკრანზე ნაჩვენები ბოლო რუქა.
მისამართ. ძებნა — მოძებნეთ კონკრეტული მისამართი.
შენახული ადგ. — მოძებნეთ ლოკაცია, რომელიც შეინახეთ თქვენს აპარატში.
ბოლო ადგილებ — ნახეთ თქვენს მიერ დათვალიერებული ადგილები.
მიმდინ. პოზიცია — ნახეთ თქვენი მიმდინარე ლოკაცია, თუ GPS კავშირი

შესაძლებელია.
მარშრ. შედგენა — დაგეგმეთ მარშრუტი.
სხვა სერვისები — შეიძინეთ ლიცენზია ნავიგაციისთვის.
პარამეტრები — დააზუსტეთ პარამეტრები.
გარკვეულწილად, თითქმის არცერთი ციფრული კარტოგრაფია არ არის ზუსტი

და სრული. არასოდეს დაეყრდნოთ მხოლოდ ამ მოწყობილობისთვის

ჩამოტვირთულ კარტოგრაფიულ მონაცემებს.

Nokia Map Loader
Nokia Map Loader კომპიუტერული პროგრამით შეგიძლიათ ინტერნეტიდან

ჩამოტვირთოთ რუქები და ხმოვანი გზამკვლევი ფაილები. საკმარისი

ადგილის მქონე მეხსიერების ბარათი უნდა იდოს თქვენს აპარატში. თქვენ

უნდა გამოიყენოთ რუქების პროგრამა და დაათვალიეროთ რუქები, ერთხელ

მაინც, სანამ გამოიყენებთ პროგრამას Nokia Map Loader, რადგან Nokia Map

Loader იყენებს რუქების პროგრამის ისტორიის ინფორმაციას, რომ შეამოწმოს

რუქების რომელი ვერსია ჩამოტვირთოს.

Nokia Map loader პროგრამის დასაინსტალირებლად, ეწვიეთ საიტს

www.nokia.com/maps და მიჰყევით მითითებებს.

32

პროგრამები

background image

რუქების ჩამოტვირთვა პროგრამით Nokia Map Loader

1 მიუერთეთ აპარატი კომპიუტერს თავსებადი USB მონაცემთა სადენით ან

Bluetooth კავშირით. თუ მონაცემთა სადენს იყენებთ, USB კავშირის

მეთოდად აირჩიეთ PC Suite.

2 გახსენით Nokia Map Loader კომპიუტერში.
3 აირჩიეთ კონტინენტი და ქვეყანა ან რეგიონი.
4 აირჩიეთ რუქები ან სერვისები, ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ ისინი

თქვენს აპარატში.

Nokia Map Loader პროგრამის "სერვისის" გრაფაში შეგიძლიათ შეიძინოთ

ნავიგაციის და ტრეფიკის ინფორმაციის ლიცენზიები, მეგზურები და

ჩამოტვირთოთ რუქები.